”სიცრუეა, რომ თითქოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან“

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია ბრალდებას, რომ თითქოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა მხოლოდ აღნიშნულ კლინიკებში ხდება, სიცრუეს უწოდებს.

მისი თქმით, პაციენტების კლინიკებში გადაყვანა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ, ხდება კონკრეტული კლინიკების სერვისების, მათი შესაძლებლობების, ტერიტორიებისა და პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე.

”სიცრუეა, თითქოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა მხოლოდ ამ კლინიკებში ხდება. მათ ერთადერთი არგუმენტი აქვთ, აუდიტის დასკვნა, თუმცა ეს აუდიტის დასკვნა ეხება 2014-2105 წლებს. კლინიკები იმასაც აცხადებენ, რომ მათ კლინიკებში შემცირდა ჰოსპიტალიზაცია. ეს ფაქტორი, გარკვეულწილად, იმან განაპირობა, რომ მომრავლდა კლინიკების რაოდენობა და გახდა უფრო კონკურენტული გარემო. ცენტრი პაციენტების გადაყვანას ახორციელებს კონკრეტულ კლინიკებში სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიების და პაციენტების შემხვედრი საჭიროებების გათვალისწინებით. ეს გულისხმობს იმას, რომ პაციენტს სურს პროვაიდერ კლინიკებში გადაყვანა. ამის შესახებ კეთდება სამედიცინო ბარათზე ჩანაწერი”, – განაცხადა თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მაკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები