დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და პალატაში მისი გადაყვანა არც დღეს იგეგმება.

დოდო გუგეშაშვილის დაკითხვას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამართალდამცველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

„ის ისევ მძიმედაა, აპარატიდან მოხსნილია, ყველა ვარიანტში გადარჩენილია, მაგრამ სანამ კარგად არ გამოაღვიძებენ და პალატაში არ გადაიყვანენ, დაკითხვა ვერ მოხდება“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ.

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შვიდ თებერვალს თავს დაესხნენ. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, დოდო გუგეშაშვილი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები