დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსები 11 და 12 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ქარს პროგნოზირებენ.

მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქია მოსალოდნელი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია, ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მატება, მაღალმთიან ზონაში ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები