ირაკლი კობახიძე: მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს გაწევრიანებას NATO-ში

მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს გაწევრიანებას NATO-ში”, – განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ვაშნგტონში “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას გააკეთა.
VOA-სთან საუბარში ირაკლი კობახიძემ ამერკელ პარტნიორებთან აუდიენცია შეაფასა და საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე ისაუბრა.
“NATO-ში გაწევრიანება იყო ამერიკელ კოლეგებთან ჩვენი საუბრების ერთ-ერთი მთავარი საგანი. ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშის მხარდაჭერა NATO-ში გაწევრიანების კუთხით. ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს NATO-ში გაწევრიანების პროცესი. ვატარებთ რეფორმებს, რომლებიც გვაახლოებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ღირებულებებთან, რომლებსაც ეფუძნება NATO. ჩვენ გვინდა სწრაფი წინსვლა და იმედი გვაქვს, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ის განაცხადი, რომელიც გაკეთდა ბუქარესტის სამიტის დროს და NATO კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ში ვიზიტი 5 თებერვალს დაიწყო. ამერიკელ კოლეგებთან აუდიენცია ირაკლი კობახიძემ დღეს დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები