ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტში კომიტეტის სხდომებს გამართავს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტში კომიტეტის სხდომებს გამართავს. როგორც ”კვირას“ პარლამენტიდან აცნობეს, 12-13 თებერვალს, თბილისში, საქართველოს პარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომა გაიმართება. ესენია: პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტი; ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტი; ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტი; სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტი.

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საქართველოს პარლამენტს ეწვევა ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები