თუშეთში, სოფელ ომალოში საერთაშორისო ბრენდის „Preferred Hotels&Resorts” -ს სასტუმრო აშენდება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თუშეთში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება.
პირველად თუშეთში, კერძოდ სოფელ ომალოში 43-ნომრიანი სასტუმრო აშენდება, რომელიც საერთაშორისო ბრენდის „Preferred Hotels&Resorts” წევრი იქნება.
აღნიშნული ქსელი მსოფლიოს 85 ქვეყანაში 650 სასტუმროს აერთიანებს.
სასტუმროში განთავსდება პრემიუმ კლასის რესტორანი, საუნა, სპა, ლაუნჯი და ამასთანავე, ნებისმიერ დამსვენებელს თუ ტურისტს, საშუალება ექნება ისარგებლოს საკონფერენციო მომსახურებით.
სასტუმრო, რომელიც 2018 წლის შემოდგომიდან გაიხსნება, პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანს დაასაქმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები