ნილს სკოტი: საქართველოს ტურიზმის და რეკრეაციული მიმართულებით შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს

საქართველოში გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ნილს სკოტმა გუდაურში, დიპლომატიური სათხილამური შეჯიბრის “DipSki 2018”-ის შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოს ნამდვილად შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს ტურიზმის და რეკრეაციული მიმართულებით.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შესანიშნავი და წარმატებული ურთიერთობები აკავშირებთ ერთმანეთთან.
“გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ძალიან მოხარულია, რომ აქ ვართ წარმოდგენილი. როგორც ხედავთ, უმშვენიერი დღეა და არაჩვეულებრივი გარემო. მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს ნამდვილად შესანიშნავი შესაძლებლობები ტურიზმის და რეკრეაციული მიმართულებით. დღეს ერთმანეთს ეჯიბრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტურნირი უკვე მეორედ ტარდება და წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ერთად გავატაროთ ეს შესანიშნავი დღე. საგარეო ურთიერთობები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს და ჩვენ ყოველთვის წარმატებით ვთანამშრომლობთ”, – განაცხადა ნილს სკოტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები