ნისლი და ქარი-როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 11 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, 12 თებერვალს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, 11 თებერვალს აღმოსავლეთის, ხოლო 12 თებერვალს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მატება, მაღალმთიან ზონაში ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები