ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი, თუ სად იქნება მიხეილ სააკაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდს არავითარი ინტერესი არ აქვს, თუ სად იქნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მისივე თქმით, ეს შესაბამის უწყებებს შორის განხილვის საგანია.
„რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი, თუ სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში, უკრაინაში თუ სადმე სხვაგან. პოლიტიკური თვალსაზრისით, ის ნაკლებად აქტუალურია საქართველოში. ის, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, იყო ერთგვარი საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, თუმცა 2016 წლის არჩევნების შემდეგ ეს ვითარება შეიცვალა. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ხელისუფლებას არ აქვს ამ საკითხის მიმართ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ესაა შესაბამის უწყებებს შორის განხილვის საგანი და შესაბამისი უწყებების ფორმატში იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება პროცედურები“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები