დოდო გუგეშაშვილს ხვალ დაკითხავენ

„მხედრიონის“ ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილს ხვალ დაკითხავენ. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გუგეშაშვილის მეგობარმა, დავით მუხიგულმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, გუგეშაშვილის დაკითხვა ღუდუშაურია კლინიკაში 12:00 საათისთვის იგეგმება.

თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ.

შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ამ ეტაპზე კი გაუმჯობესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები