არასრულწლოვანებს შორის მორიგი დაპირისპირება – ორი ნაცემი მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს

თბილისში, მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მორიგი ფაქტი მოხდა.
იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით 2 მოზარდი მიიყვანეს. მათ შორის ერთი 15 წლისაა, ხოლო მეორე 16 წლის.
როგორც „კვირას“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე მოზარდს დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ერთ-ერთს ღია ტრავმა აქვს მიღებული.
მათივე ინფორმაციით, მოზარდებს ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორივე მოზარდი სასწარაფოს ბრიგადამ იაშვილის სახელობის საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, ორივე მოზარდი ნაცემია.
შემთხვევა დიდუბეში მოხდა.
როგორც “კვირას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები