ირაკლი კობახიძემ კარნეგის მშვიდობის ფონდის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასასრულს, კარნეგის მშვიდობის ფონდის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ არსებული გამოწვევები და მიღწეული პროგრესი განიხილეს. ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.
მხარებმა იმსჯელეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობასა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებებზე.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო თავის მხრივ, საქართველო ერთგული და საიმედო მოკავშირეა აშშ-სთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები