სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში, 23-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დღეს გაიხსნა.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ქალაქ პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა, რომელიც დროებით აშენდა და 35 000 მაყურებელს იტევს.
გახსნის ცერემონიაზე, სამხრეთ კორეელმა მომღერლებმა, ლეგენდარული მომღერლის ჯონ ლენონის სიმღერა „Imagine” შეასრულეს.
სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებენ, საკუთარი ქვეყნის დროშებით გამოვიდნენ და გულშემატკივართა წინაშე მისალმებით წარსდგნენ.
ცერემონიის დასასრულს, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა ორი ქვეყნის გაერთიანებული დროშა აღმართეს.
„თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ოლიმპიადით, თუ მის წესებს იცავთ და პატივს სცემთ, სპორტში ყველანი თანასწორი ვართ“, _ განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმმა ტომას ბახმა.
ოლიმპიადაზე მონაწილეობას 2000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან.
პიონჩანგი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის იდეალური ადგილია, რადგან ზამთარი დიდხანს გრძელდება და თოვლის რაოდენობა საკმარისზე მეტიც კი არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები