თვითმხილველი: ყვირილის ხმა გავიგონეთ, დაჭრილი ახალგაზრდა შველას ითხოვდა

ვარკეთილში 18 წლის ახალგაზრდის, ილო ფარცვანიას დაჭრასთან დაკავშირებით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ყვირილის ხმა შემოესმათ, ბიჭი შველას ითხოვდა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
“დაახლოებით სამი საათისთვის, ბიჭის ყვირილი გავიგონეთ, შველას ითხოვდა. მას ორი თანატოლი ბიჭი მისდევდა, რომელებმაც სადარბაზოში შესვლის შემდეგ ესროლეს. რამდენიმე გასროლის ხმა იყო, თუმცა ვერ დავაკონკრეტებ, რამდენი. აქ არ ცხოვრობდა დაჭრილი ახალგაზრდა. სადარბაზოსთან სისხლი იყო და მეზობელმა დაჭრილი ადგილი გადაუხვია სისხლის შესაჩერებლად”,-აცხადებენ თვითმხილველები.
დაჭრილი ახალგაზრდის დედის თქმით, უცნობია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ შუადღისას ვარკეთილში 18 წლის ილო ფარცვანია დაჭრეს. მას ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები