გოგა გულორდავა: დეცენტრალიზაციის რეფორმა საყურადღებო და ძალიან მნიშვნელოვანია
დეცენტრალიზაცია ნიშნავს უფრო ეფექტურ თვითმმართველობას, ხალხი დაუახლოვდება მმართველობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ადგილზე არსებული პრობლემები კი უფრო ეფექტურად გადაიჭრება, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გოგა გულორდავამ განაცხადა.
“ეს რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მისასალმებელია, რომ ამერიკელი კონგრესმენების და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებისას ეს ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.