საკრებულოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. საკითხი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა წარუდგინა, რის შემდეგაც განცხადებები საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს.

მათი თქმით, თუ აქამდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტები გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდებოდა, ცვლილებების მიღების შემდეგ, რაიონული გამგეობები აღნიშნული პროექტების ძირითად მიმართულებებს 100%-ით დააფინანსებენ. ამხანაგობებს მხოლოდ იმის ვალდებულება დაეკისრებათ, რომ გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულების 10% შეაგროვონ და შემდგომში მათივე საჭიროებების შესაბამისად განკარგონ. ამასთან, დეპუტატების განმარტებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, გამგეობაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულებისგანაც გათავისუფლდებიან.
საკრებულოს ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ცვლილებები თვითმმართველობის არსს, მმართველობით პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას ემსახურება. ამასთან, მოსახლეობაში საერთო სარგებლობაში არსებული ფართების მოვლა-პატრონობის, პასუხისმგებლობის განცდის შექმნას ისახავს მიზნად.
საკრებულოს წევრების განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესში შესატანი ცვლილებები საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკების პრევენციასაც მოახდენს და სამუშაოების ხარისხს დახვეწავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები