„სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, საზოგადოებასთან ერთად განხორციელდა“

“სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საზოგადოებასთან ერთად განხორციელდა, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა The Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევის შედეგებზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროსაც გაამახვილა ყურადღება.
„ის, რომ ამ მონაცემებით საქართველოს სასამართლო სისტემას ეფექტიანობის კუთხით, მაღალი შეფასება აქვს მინიჭებული, ამ რეფორმების აღიარებაა. ჩვენს სასამართლოს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებს შორის პირველი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის – 18-ე ადგილი უკავია. მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევის შედეგებზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროსაც გაამახვილა ყურადღება, სადაც დამსწრე საზოგადოებას, სასამართლოს მიღწევებთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და გამოწვევებზე ესაუბრა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები