მამუკა მდინარაძე: სასამართლო გარკვეული დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს თუ რომელიმე ინსტიტუტის ხშირი კრიტიკა ისმის და თუ ხელისუფლების რომელიმე შტოზე ფართომასშტაბიანი შეტევა მიმდინარეობს, ეს არის ქართული სასამართლო.
“რა ხდება რეალურად ამ სისტემაში, ამაზე პასუხი გასცა კვლევითი ცენტრის heritage foundation-ის გამოკვლევამ, რომელიც თავის მხრივ დაეყრდნო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის პროფილურ კვლევებს. ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქართული სასამართლო აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში პირველ ადგილს იკავებს ეფექტიანობის (დამოუკიდებლობის, პროცესის ხარისხის და კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღების) ალბათობით, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზეა.
არსებობს სფეროები და წარმატებები, სადაც ნებისმიერი პოლიტიკოსის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, ექსპერტის თუ მოქალაქის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ამ სფეროს განვითარება ქვეყნის განვითარების უალტერნატივო ნიშანია.
რა თქმა უნდა, სასამართლო გარკვეული დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს და კრიტიკაც უნდა აიტანოს, თუმცა, როდესაც ასეთი მონაცემები ქვეყნდება და წარმატებაც უდავოა, მგონია, რომ ამისი აღიარებაც უნდა შევძლოთ, რაც არ უნდა სუბიექტური ინტერესები გვამოძრავებდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები