არჩილ თალაკვაძე: მიუკერძოებელი სასამართლო – ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, რომელიც სრულდება

დამოუკიდებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო – ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, რომელიც სრულდება, –ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ცენტრის The Heritage Foundation-ის მაღალი შეფასება საქართველოს სასამართლოს მიმართ, სწორედ იმ განწყობას გამოხატავს, რაც ქართულ საზოგადოებაში არსებობს.
„ცხადია, რომ სასამართლო შეიცვალა და შეიცვალა უკეთესობისკენ, ის დღეს ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა. ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, თავის გამოსვლაში ზუსტად აღწერა სასამართლოს როლი სახელმწიფოს განვითარებაში: დამოუკიდებელი და ეფექტური სასამართლო, ეს არის დაცული მოქალაქეები, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ეს არის ინვესტორების ნდობა და განვითარების შესაძლებლობა. განსაკუთრებით გამოვყოფდი The Heritage Foundation-ის დადებით შეფასებას კრიტერიუმით „კეთილსაიმედო სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა” (Likelihood of obtaining favorable judicial decisions), რაც ზუსტად ასახავს ყველა იმ ადამიანის მოლოდინს, რომელიც სასამართლოს მიმართავს და მისგან ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს ალბათობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში დიამეტრალურად გაიზარდა“, –განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები