პაატა ბურჭულაძე: გამორიცხულია, ჩემს მიმართ საქმე აღიძრას

“გამორიცხულია, ჩემს მიმართ საქმე აღიძრას. მინდა ეს ლაქა ფონდ „იავნანას“ მოვაშორო, – ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კითხვები გამოძიებას მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ დაუსვამს.
როგორც ბურჭულაძე აცხადებს, დღევანდელი დაკითხვის პროცესი საჭირო იყო და ამით კმაყოფილია.
“გამორიცხულია, ჩემს მიმართ საქმე აღიძრას. მინდა ეს ლაქა ფონდ „იავნანას“ მოვაშორო. შეიძლება ეს ხდება ჩემი გულისთვის. თუ ეს ასეა, ამას მერე გეტყვით”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები