თბილისში კაფე-ბარი გატეხეს და თანხა გაიტაცეს

თბილისში, გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარი გატეხეს.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაფე-ბარიდან მძარცველებმა თანხა გაიტაცეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები