დღეს, პაატა ბურჭულაძეს დაკითხავენ

დღეს, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელს, პაატა ბურჭულაძეს დაკითხავენ.
მსოფლიო ბანი პროკურატურის კითხვებს, ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით უპასუხებს. პაატა ბურჭულაძე საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მზადაა პროკურატურის კითხვებს პასუხები გასცეს. დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, საქმე ეხება ფონდ „იავნანას“ თანხების გაფლანგვას, რაზეც პროკურატურამ ძიება ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები