გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს

გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ძმანაშვილი პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა, – აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ პროკურატურაში დაუდასტურეს.

„გიდასტურებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულია გარდაბნის საკრებულოს წევრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

გიორგი ძმანაშვილი გარდაბნის საკრებულოში “ქართული ოცნების” პარტიული სიით არის გასული. 332-ე მუხლის პირველი ნაწილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები