ადვოკატი ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის ციხიდან დახსნას აპირებს- მისი ფსიქიურად დაავადებულად გამოცხადება იგეგმება

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის საპატიმროდან დახსნას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” “ხალხის ხმის” წევრმა ზურაბ ბერიაშვილმა მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ლედი ტუკვაძე ბრალდებულის ციხიდან ფსიქიატრიულში გადაყვანას ცდილობს, რადგან აცხადებს, რომ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა დღეს თვითმკვლელობა სცადა.

“ხალხის ხმას” აქვს ექსკლუზიური ინფორმაცია ადვოკატ ლედი ტუკვაძის ოფისიდან, რომ იგეგმება მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ახალაიების ოჯახთან დაახლოვებული მოძალადე გიგა ბაკურაძე გამოცხადდეს ფსიქიურად დაავადებულად, რათა ქუთაისის საპყრობილიდან მისი გადაყვანა მოხდეს ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ამ საავადმყოფოს დირექტორი კი მოძალადე ბრალდებულის მამაა – გოჩა ბაკურაძე. მას იქ ექნება ოჯახური გარემო და მალევე გაუშვებს სახლში თავის შვილს. თავად ბრალდებულიც ბოლოს ბათუმის ფსიქიატრიული კლინიკის თანამშრომელი იყო. ახალაიების, ქარდავების და ბაკურაძეების – ყველა მოძალადე და მწამებლის ადგილი არის ციხეში!”, – განუცხადა “კვირას” ზურაბ ბერიაშვილმა.

გრიგოლ ბაკურაძე, რომლისთვისაც ბრალდებამ ოჯახური ძალადობის გამო პატიმრობა მოითხოვა, ქუთაისის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მას 22 წლის დეა გოშხეთელიანი ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე თავს 3 იანვარს თავს დაესხა და მას და მამამისს და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები