გარიგებული საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გარიგებული საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებული პირები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულებს თავდებში უდგებოდნენ სპორტის სფეროში მოღვაწე ცნობილი პირები.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებმა პოზიცია შეცვალეს და ბრალში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებენ, თუმცა ბრალდების მხარე სსსკ-ის 221-ე მუხლს არ ეთანხმება და 203-ე მუხლით შეცვლას ითხოვს.
203–ე მუხლი პროფესიული სპორტული შეჯიბრების ან/და კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის, ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს. ამჟამად კვარაცხელიას, დათიკაშვილს, მაჩალაძეს და ძმებ ბერიშვილებს ბრალი კომერციული მოსყიდვის მუხლით აქვთ წარდგენილი.
ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეზე კომერციულ მოსყიდვას ბრალდების მხარე 5 პირს ედავება, რომელთაგან ორი, ირაკლი და დავით ბერიშვილები წინა სასამართლო სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჩაწყობილი თამაშების საქმეზე არსებითი განხილვა 22 თებერვალს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები