ირაკლი კობახიძე კონგრესმენ პიტერ როსკამს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარეს, პიტერ როსკამს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. შეხვედრაზე განიხილეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც.
ირაკლი კობახიძემ კონგრესმენს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, პიტერ როსკამმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები