ცივი იარაღის რეალიზაციაზე, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს

ცივი იარაღის რეალიზაციაზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს,-ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
“გადასახედია საკანონმდებლო რეგულაციები ცივ იარაღთან დაკავშირებით. დღეს ცივი იარაღის ტარება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება. ვმუშაობთ, რომ საკანონმდებლო რეგულაციები დაიხვეწოს. რეალიზაციის პროცესი საკანონმდებლო კუთხით არც ისე კარგად არის დარეგულირებული.
ვმუშაობთ, თუ რამდენად ეფექტიანია ცივ იარაღზე საკანონმდებლო ჩარჩო და პასუხობს თუ არა მოთხოვნებს, რაც გაზრდილი დანაშაულის ფონზე არსებობს. გარდა ამისა, ვმუშაობთ, ხომ არ გავზარდოთ და გავამკაცროთ ის სანქციები, რომელსაც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს.
ვფიქრობთ, რომ ცივი იარაღის რეალიზაციასთან დაკავშირებით შეზღუდვები დავაწესოთ.
კანონპროექტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები