დიღმის ტყე-პარკში სამართალდამცველები, სავარაუდოდ, გუგეშაშვილებზე თავდამსხმელს ეძებენ

დიღმის ტყე-პარკში შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ, დოდო გუგეშაშვილზე და მის შვილზე თავდამსხმელის სამძებრო სამუშაოები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები დიღმის მასივში მომხდარი მკვლელობის შესაძლო იარაღს ან სხვა ნივთ-მტკიცებულებებს ეძებენ. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრალდებული, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დიღმის ტყე-პარკისკენ გაიქცა.
ამასთან, ექსპერტ-კრიმინალისტებმა დანაშაულის ადგილის მიმდებარედ საავტომობილო გზიდან, სავარაუდოდ, სისხლის კვალის ნიმუში აიღეს.
პარალელურად გადაკეტილია ახმეტელის ქუჩის ის მონაკვეთიც, რომელზეც, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეჭვმიტანილმა გადაირბინა. დღის განმავლობაში საგამოძიებო სამუშაოებში ჩართული იყო ასევე შსს-ს კინოლოგიის სამსახური. სწორედ დიღმის ტყე-პარკისკენ აიღეს კვალი დღის გამავლობაში შს სამინისტროს გაწვრთნილმა ძაღლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები