ირაკლი კობახიძე აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს (ACUS) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს შეხვდა. მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს.

„ვისაუბრეთ  საქართველოს მიზნებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. თავმჯდომარეს გავაცანით ატლანტიკური საბჭოს საქმიანობა და პროგრამები, რომელიც ეხმარება თქვენს ქვეყანას  ნატოსთან დაახლოებაში. ატლანტიკური საბჭო მუშაობს ანგარიშზე საქართველოს შესახებ, რომელიც ზაფხულში,  ნატოს სამიტისთვის იქნება მზად. ატლანტიკური საბჭოს გუნდი საქართველოს მიმდინარე თვეში და შემდეგ – მაისში ეწვევა. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, თანამშრომლობის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.

„აღსანიშნავია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის მხრივ  საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. ატლანტიკური საბჭოს გუნდმა დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ვაშინგტონში, გადაწყვეტილების მიმღებნი დაერწმუნებინა, რომ ჩვენს მეგობრებს -საქართველოსა და უკრაინას  მხარდაჭერა გავუწიოთ”,- განაცხადა დეიმონ ვილსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები