ყაზბეგის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
​შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები