ნაძალადევში მომხდარი მკვლელობის გამო დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე კაცის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ ლევან ყანდორელაშვილს ბრალი წარუდგინეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.

ყანდორელაშვილის ინტერესების დამცველის, სულხან კომახიძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულთან კავშირი არ აქვს, მისი დაკავება კი თბილისში არ მომხდარა.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია მეორე პირი, გიორგი ჭარელიშვილიც. მას საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

სავარაუდოდ ხვალ სასამართლო ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ორივეს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მკვლელობა 4 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები