კიევის პოლიციამ 42 წლის ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი” უკრაინიდან გააძევა

კიევის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს კომუნიკაციის განყოფილების ინფორმაციით, კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი „გეგა ოზურგეთსკი” დააკავა და უკრაინიდან გააძევა.
როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, “კანონიერი ქურდი” უკრაინიდან ქვეყანაში შესვლის სამწლიანი აკრძალვით გააძევეს.
„საქართველოს მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების მართვას და სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან გავლენის სფეროების გადანაწილებას გეგმავდა. ის უკრაინიდან ქვეყანაში შესვლის სამწლიანი აკრძალვით გააძევეს“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
„42 წლის ქართველი საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ის 2014 წელს „ქურდად მონათლეს“. უკრაინის ტერიტორიაზე, ოდესაში ის 2017 წელს შემოვიდა, შემდეგ კი კიევში გადმოსახლდა“, – განაცხადა კიევში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები