პროკურატურა: პროცენტული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ყოველ მომდევნო წელს მცირდება პროკურორთა მიერ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი

პროცენტული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ყოველ მომდევნო წელს მცირდება პროკურორთა მიერ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი და იგი გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი.
„პროკურორთა მიერ ყველა დევნადაწყებული პირის მიმართ, პირველი წარდგენის სხდომაზე არ ხდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნა შემდეგ მიზეზთა გამო: ნაწილთან ამ ეტაპზევე ფორმდება საპროცესო შეთანხმება, ხოლო ნაწილის მიმართ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის საპროცესო საფუძველი (2016 წელს დევნადაწყებულ პირთა 67.9%-ის მიმართ იქნა მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, ხოლო 2017 წელს – 58%-ის მიმართ). რაც შეეხება პროკურორთა მიერ პატიმრობის მოთხოვნას, 2009 წელს პატიმრობის შეფარდება მოთხოვნილი იქნა დევნადაწყებულ პირთა 43.6%-ის მიმართ, 2010 წელს – 40%-ის, 2011 წელს – 37.5%- 1678 1987 1599 1658 322 435 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი სრულწლოვანი განრიდებულების რაოდენობა სხვა ასაკობრივი ჯგუფის სრულწლოვნები 18-დან 21 წლამდე 8 ის, 2012 წელს – 35.1%-ის, 2013 წელს – 25.3%-ის, 2014 წელს – 34.2%-ის, 2015 წელს – 33.1%-ის, 2016 წელს – 30%-ის, ხოლო 2017 წელს – 26%-ის მიმართ. 1 აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ყოველ მომდევნო წელს მცირდება პროკურორთა მიერ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი და იგი გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში“, –აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პატიმრობის შემცირების პარალელურად, ძალადობრივი დანაშაულისათვის ბრალდებული პირების მიმართ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა.
„კერძოდ, სსკ-ის 108-ე (მკვლელობა), 109-ე (მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 117-ე (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) და 179-ე (ყაჩაღობა) მუხლებით ბრალდებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ხდება პატიმრობის მოთხოვნა. 2014-2017 წლებში საქართველოს სსკ-ის 108-ე, 109-ე, 19-108-ე, 19-109-ე მუხლებით ბრალდებული ყველა პირის მიმართ პროკურორების მიერ მოთხოვნილი იქნა პატიმრობის შეფარდება. ასევე, 2014 წელს სსკ-ის 179-ე მუხლით ბრალდებულთა 99.4%-ის მიმართ, ხოლო 2015-2017 წლებში ამ მუხლით ბრალდებულთა 100%-ის მიმართ მოთხოვილი იქნა პატიმრობა. რაც შეეხება 117-ე მუხლით ბრალდებულ პირებს, 2014 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა ამ დანაშაულის ჩამდენ ბრალდებულთა 79%-ის მიმართ, 2015 წელს – 81%-ის, 2016 წელს – 87%-ის, ხოლო 2017 წელს – 93%-ის მიმართ. ზემოაღნიშნულ მუხლებზე პატიმრობის მოთხოვნა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სასამართლოს მიერ კმაყოფილდება”, – აღნიშნულია ანგარიშში.
მათივე ცნობით, პატიმრობის შემცირების პარალელურად, ბოლო წლებში შემცირებულია დევნადაწყებული პირების მიმართ საპატიმრო გირაოს მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელიც.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელს, პროკურატურის ცნობით, 2009 წელს პატიმრობა შეეფარდა დევნადაწყებულ პირთა 41%-ს, 2010 წელს – 39.7%-ს, 2011 წელს – 37.5%-ს, 2012 წელს – 34%- ს, 2013 წელს – 18.2%-ს, 2014 წელს – 22.6%-ს, 2015 წელს – 20.6%-ს, 2016 წელს – 19.2%-ს, ხოლო 2017 წელს – 19,4%-ს.
„პროკურორების მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2009-2011 წლებში სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია პროკურორთა მიერ დაყენებული შუამდგომლობების 99%-ზე მეტი, 2012 წელს – 98.3%, 2013 წელს – 85.6%, 2014 წელს – 77.1%, 2015 წელს – 72.7%, 2016 წელს – 73.5%, 2017 წელს – 83.2%.3. რაც შეეხება პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელს, 2009-2011 წლებში სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია პროკურორთა მიერ პატიმრობის მოთხოვნით დაყენებული შუამდგომლობების 99%-ზე მეტი, 2012 წელს – 96.9%, 2013 წელს – 73.4%, 2014 წელს – 67%, 2015 წელს – 63.2%, 2016 წელს – 64%, 2017 წელს – 74,6%.“, –აღნიშნულია ინფორმაციაში.
ანგარიშის თანახმად, 2016-2017 წლებში, 2015 წელთან შედარებით, გაზრდილია როგორც ზოგადად აღკვეთის ღონისძიებების, ასევე პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი.
„აღნიშნული განპირობებულია აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით პროკურატურის სისტემაში შემუშავებული რეკომენდაციით (რომლის განახლება მუდმივად მიმდინარეობს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და კრიმინოგენული ვითარების მხედველობაში მიღებით) და პროკურორთა მუდმივი გადამზადებით, რამაც გაზარდა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით დაყენებული შუამდგომლობების დასაბუთების ხარისხი. 2017 წელს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის ევროკავშირის პროექტის დახმარებით, სამართლებრივი მართლწერის თემაზე სწავლება გაიარა 197-მა პროკურორმა და პროკურატურის სტაჟიორმა. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით დაყენებული შუამდგომლობების დასაბუთებაზე“, –ნათქვამია პროკურატურის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები