ეკა ბესელია ჩაბუქზე: პოლიტიკოსებმა არ უნდა მივუთითოთ სასამართლოს, როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიტიკოსებმა არ უნდა მიუთითონ სასამართლოს, როგორი უნდა იყოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება.

დეპუტატმა შესაბამისი კომენტარი მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
“მესმის, რომ ამ საქმის მიმართ არის დიდი ინტერესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებზე, რომლებსაც ახლავს განზოგადების დატვირთვა და ერთგვარი ტესტიცაა, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით და ქვეყნის ძირითადი კანონით, კონსტიტუციით მოხდეს საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ, პოლიტიკოსებმა არ უნდა მივუთითოთ სასამართლოს, როგორი უნდა იყოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის სტანდარტებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით, სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები