ანა დოლიძე: ადეიშვილის ნარჩენები სასამართლოზე გავლენის შენარჩუნებას ცდილობენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების დაწყებამდე მოკლე კომენტარი გააკეთა.

“მოსამართლეთა დანიშვნა არის ეტაპი, როდესაც მოსამართლე უნდა მიხვდეს, რომ არავის წინაშე არ არის დავალებული და შესაბამისად, ექნება საშუალება, საკუთარი საქმიანობა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. ადეიშვილის ნარჩენებში ვგულისხმობ იმ ხალხს, რომელიც შექმნა ადეიშვილმა, რომელთაც პროფესიული ბიოგრაფია შეუქმნა, მისი ხელის ბიჭებს. ეს ადამიანები კვლავაც არიან სისტემაში და სისტემის გარეთ. ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ საკუთარი გავლენები, გარწმუნებთ, რომ მათი წუთები დათვლილია”, – განაცხადა ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გასაუბრება 17 კანდიდატთან გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები