ომალოში ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევითი გასროლით ფეხში დაიჭრა

თუშეთის სოფელ ომალოში დაჭრილი კაცი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თელავის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თელავის ემერჯენსის ხელმძღვანელის მაია მრელაშვილის თქმით, ახალგაზრდა კაცს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის ომალოში საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შსს-ს პირველადი ინფორმაციით, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევით გაისროლა და ფეხში დაიჭრა.
37 წლის ზურაბ იჭირაულს თელავის აეროპორტში სასწრაფოს ბრიგადა დახვდა, რომელმაც საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები