რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომელი კოლეგამ დაჭრა

რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს. პირველი არხის ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელს დანით ჭრილობა მისმა კოლეგამ მიაყენა. როგორც ენერგოსისტემის თანამშრომლები აცხადებენ, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცს ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და საექსპერტო კრიმინალური პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები