მარში კიევში –უკრაინის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ
“ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები კიევის ცენტრში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარშს მართავენ.
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უკრაინის პრეზიდენტს 18 თებერვლამდე ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდებენ.
აქციასთან დაკავშირებით უკრაინის დედაქალაქის ცენტრში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.