სასამართლომ გარემოვაჭრე გაათავისუფლა, რომელიც ზუგდიდში აქციის დროს დააკავეს

ზუგდიდის სასამართლომ გარე მოვაჭრე გაათავისუფლა, რომელიც დღეს საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით შუახნის ასაკის ქალბატონი დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში აქციის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ერთი პირი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ზუგდიდის საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს.
გარემოვაჭრეები იმ ადგილების დაკავებას ცდილობენ, საიდანაც ზუგდიდის მერიამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლები აიღო.
აქციაზე გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
საკოლმეურნეო ბაზართან მობილიზებულია იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები