სასამართლომ 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა – იგი პირველი ექპერიმენტული სკოლის მოსწავლეა

35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული თბილისის პირველი ექსპერტიმენტული სკოლის მოსწავლეა.
პროკურორი თეონა გვაზავა განმარტავს, რომ სსკ-ის 117-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა და არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„2018 წლის 31 იანვარს თბილისში განხორციელებულ არასრულწლოვანთა დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე, რომელსაც წარედგინა ბრალდება სსკ-ის კოდექსის 19-109 მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა და ორი პირის მიმართ. წარდგენილი ბრალდება განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრული მოცულობით გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა“, – განაცხადა თეონა გვაზავამ.
მისი თქმით, კვალიფიკაციის შეცვლა განაპირობა საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ.
პროკურორის თქმით, ბრალდებული ფაქტს ადასტურებს, თუმცა მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა თბილისში, “წითელ ბაღში” მომხდარ ინიციდენტში ბრალდებული – 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების თანახმად, 31 იანვარს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს – 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები