ირმა ჭკადუა: ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვანი არ დააპატიმრონ

“ყველა წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ დააპატიმრონ. თუმცა სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერაფერს მოგახსენებთ”,-ამის შესახებ წითელ ბაღში ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, არასრულწლოვნების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება შედარებით გამარტივებულია.
“მოლოდინებზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ზოგადად არასრულწლოვნების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება შედარებით გამარტივებულია. მოცემულ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დაზარალებული ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. თავად არასრულწლოვანი გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში, მან ითანამშრომლა, დანაშაულის იარაღი თავად მიუთითა, აქედან გამომდინარე, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ არ დააპატიმრონ. თუმცა სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, წითელ ბაღში ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი გუშინ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები