კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის ტენდერს ჩაშლილად აცხადებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის ტენდერს ჩაშლილად აცხადებს.

ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ მუშაობა დაიწყო. კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რომელიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური სახის იყო და სატენდერო დოკუმენტის არსებით ნაწილთან კავშირი არ ჰქონდა. ამ ტექნიკური შეცდომის გამო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნულ ტენდერს ჩაშლილად აცხადებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანოა და მაქსიმალურად ღიად აწარმოებს თავის საქმიანობას, კომისია საჭიროდ მიიჩნევს, თუნდაც ტექნიკური შეცდომის გამო, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვა ჩაშალოს, რადგან არავის აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ დარჩეს“, –აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები