სემეკმა, სასმელი წყლის გადასახადთან დაკავშირებით, პატარძეულის ქუჩის მცხოვრებთა პრეტენზიების შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) თბილისში, პატარძეულის ქუჩის მცხოვრებთა კომუნალური პრობლემების მოგვარებაზე კონტროლს განახორციელებს. მოქალაქეები იანვრის თვეში დარიცხულ სასმელი წყლის გადასახადს აპროტესტებენ.

კომისიასთან ერთად, საკითხის შესწავლა დაიწყო ენერგო ომბუდსმენმაც. დღეს, კომისიის წყალმომარაგების, მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტების წარმომადგენლები, ენერგო ომბუდსმენისა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან ერთად, პატარძეულის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და მოქალაქეების პრეტენზიებსა და პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თითოეული მომხმარებლის პრობლემას ინდივიდუალურად შეისწავლის. უახლოეს დღეებში ტექნიკური ჯგუფები ადგილზე იმუშავებენ და შეამოწმებენ როგორც სასმელი წყლის მრიცხველებს, ასევე წყალგაყვანილობის ქსელებს. რაც შეეხება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ იანვარში განხორციელებული სასმელი წყლის გადასახადის დარიცხვას, ინდივიდუალური შესწავლის შედეგად დადგინდება, რამდენად სამართლიანად მოხდა დარიცხვის განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები