არჩილ თალაკვაძე: ეს ანგარიში არა საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ ოპოზიციური პარტიების შეხედულებებსა და მიზნებს დაეხმარება

საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საია-მ საკონსტიტუციო რეფორმაზე მომზადებულ ანგარიშში გვერდი აუარა ყველაზე მთავარ საკითხებს. თალაკვაძემ აღნიშნულის დასტურად რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

“კონსტიტუციის საბოლოო რედაქციაში პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც რეფორმის წინაშე იდგა გადაწყვეტილია – მათ შორის საარჩევნო სისტემის შეცვლა. კონსტიტუციის ტექსტთან მიმართებაში საბოლოოდ დადებითი დასკვნა გასცა ვენეციის კომისიამ. მეორე – არ იმსჯელა მიზეზებზე რატომ შევცვალეთ კონსტიტუცია. მესამე – კონსენსუსის ჩაშლა პროცესში მონაწილეთა ნაწილს, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ კომისიის რამდენიმე წევრმა ტექსტზე შეთანხმებამდე დატოვა კომისია. ასევე, შემდგომი კონსულტაციები, როდესაც დიალოგის ნაცვლად ულტიმატუმები იყო წამოყენებული. ამას ადასტურებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო შეფასებაც, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონსენსუსი არ შედგა. მეოთხე – რეფორმაზე მუშაობის ვადად 4 თვე დაასახელა, მაშინ როდესაც პროცესი მთელი წელი გრძელდებოდა და ასევე, ბუნდოვანია ჩანაწერი, სადაც ნახსენებია პროცესიდან “პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოთიშვა” – ეს არ იყო გამოთიშვა, ეს იყო მისივე უარი მონაწილეობაზე”, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ ეს ანგარიში არა საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ ოპოზიციური პარტიების შეხედულებებსა და მიზნებს დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები