INDEPENDENT: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია- მარიხუანა უვნებელია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს

მარიხუანადან მიღებული ნაერთი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და არ უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფო შეზღუდვებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

„ცხოველთა და ადამიანთა კვლევების შედეგად მიღებული უახლესი მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ მისმა გამოყენებამ შეიძლება იქონიოს გარკვეული თერაპევტული გავლენა ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს და მასთან დაკავშირებულ პირობებში და, რომ „სავარაუდოდ, ეს არ ჩაითვლება ნარკოტიკის გამოყენებად ან სხვა კანაბინოიდების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებად“, – დასძენს ორგანიზაცია.
გადაწყვეტილება სამედიცინო მარიხუანის დამტკიცებას არ გულისხმობდა.

ნაცვლად ამისა, ნარკოდამოკიდებულების გლობალურმა საექსპერტო კომიტეტმა კონკრეტულად შეისწავლა კანაფის მცენარეში აღმოჩენილი ნაერთის – კანაბიდიოლის (CBD) პოტენციური რისკები და სარგებელი. იგი განსხვავდება Tetra Hydro Cannabinol-ისგან (THC). THC-სგან განსხვავებით, CBD-ს არ გააჩნია ინტოქსიკაციის ეფექტი ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი არ იწვევს „კაიფს“.სამედიცინო მარიხუანას მომხრეები ზუსტად ამ განსხვავებაზე მიუთითებენ კამათისას, რომ CBD უნდა იყოს ხელმისაწვდომი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც განიცდიან სხვადასხვა სახის დაავადებებს, რომლებიც იწვევს ტკივილს, შფოთვასა და კრუნჩხვას.

მაგრამ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია CBD-ის ექსტრაქტებს განიხილავს, როგორც პირველ გრაფიკში შემავალ ნარკოტიკს, მარიხუანას სხვა სახის პროდუქტების მსგავსად, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის მთავრობა მიიჩნევს, რომ მას ბოროტად გამოყენების უზარმაზარი პოტენციალი აქვს და არ გააჩნია სამედიცინო სარგებელი.

ამ პოზიციამ მარიხუანას მომხრეთა მხრიდან გამოიწვია წინააღმდეგობა მაშინ, როდესაც ათეულობით შტატში თაროები გავსებულია CBD-ის ზეთებითა და სხვა პროდუქტებით.

ოპოზიციურ წერილში ეროვნული ორგანიზაცია, რომელიც მარიხუანასთან დაკავშირებული კანონების რეფორმაზე მუშაობს, წერს, რომ „CBD-ს არ გააჩნია ცნობიერების შემცვლელი თვისებები და მისი ბოროტად გამოყენების პოტენციალი“, რაც ახასიათებს THC-ს და ამტკიცებს, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ მას მოაქვს სამედიცინო სარგებელი ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა პარკინსონის დაავადება, ჰანტინგტონის დაავადება, ბიპოლარული აშლილობა და სხვა მდგომარეობა.

http://www.independent.co.uk/news/world/americas/us-politics/marijuana-compound-cannabis-harmless-world-health-organisation-seizures-epilepsy-a8109001.html

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები