გიორგი მარგველაშვილი: არასდროს აღვიქვამდი სტატისტიკად შეწყალებას და არასდროს მომსვლია აზრად ამის დათვლა

მე ნამდვილად მეათედი მყავს შეწყალებული სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ მხრიდან, შავი პიარი მიმდინარეობს.

“ბრალდება იყო, თითქოს იმდენი პატიმარი გამოვუშვი, რომ კატასტროფის წინაშე ვართ და რეკორდსმენი ვარ. იყო ტალღა შავი პიარის. მე არასდროს აღვიქვამდი სტატისტიკად შეწყალებას და არასდროს მომსვლია აზრად ამის დათვლა, მაგრამ გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები და მე ნამდვილად მეათედი მყავს შეწყალებული, სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით. ასეთი ტალღები გამომდინარეა იქიდან, რომ არც მესიჯი აქვთ და არც საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ. ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოებული შავი პიარით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები