მდინარაძე მარგველაშვილზე: პრეზიდენტი ცდილობს საზოგადოებას დაავიწყოს, რომ ბოლო პერიოდში სააკაშვილს მხარს აქტიურად უჭერდა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მარგველაშვილი ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე ცდილობს, რადგან საზოგადოებამ დაივიწყოს, რომ აქტიურად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად ამტკიცებდა სააკაშვილის უდანაშაულობას. მისივე თქმით, ვერანაირი ბრიფინგი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას და უდანაშაულობის მტკიცებას ვერ გაამართლებს.

”რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს სისტემურ დანაშაულში მონაწილე პირებს – 80-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს და ძალიან ბევრ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება. კონკრეტულად გირგვლიანის საქმეზე ცხრა მაღალი თანამდებობის პირია მიცემული პასუხისგებაში. არათუ სამსახურიდან დათხოვნა, არამედ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში სახელმწიფო შეუვალი იქნება ასეთ დანაშაულში მონაწილე ნებისმიერი პირის მიმართ, ამიტომ განცხადება გამოძიებაში დახმარებაზე, პრეზიდენტის მხრიდან, არის სპეკულაციური. ის ცდილობს, აქცენტი სხვა საკითხებზე გადაიტანოს და დაავიწყოს საზოგადოებას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად ამტკიცებდა სააკაშვილის უდანაშაულობას”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები