ატენის ქუჩის მშენებლობის ამხანაგობის წევრი: რატომ არ დგას ადვოკატი გაბუნია სამართლიანობის მხარეს?!

ატენის ქუჩის მშენებლობის ამხანაგობის წევრმა მანჩო ოდიშელიძემ განაცხადა, რომ ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ზედმიწევნით კარგად იცის რა არის სიმართლე და მისთვის გაურკვეველია, რატომ არ დგას ადვოკატი სამართლიანობის მხარეს.

„საქმე იმაშია, რომ ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ზედმიწევნით კარგად იცის რა არის რეალობა და სიმართლე, მაგრამ მაინც იმ ხალხის ინტერესებს იცავს, ვინც დამნაშავეა. საერთოდ იცის თუ არა გაბუნიამ თავისი დაცვის ქვეშ მყოფების მოთხოვნები რა არის?! ჩვენ გვაინტერესებს რატომ არ დგება ადვოკატი გაბუნია სამართლიანობის მხარეს“, – განაცხადა ატენის ქუჩის მშენებლობის ამხანაგობის წევრმა მანჩო ოდიშელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები