ქართლოს ასათიანი: ვითხოვთ, შეწყდეს დეზინფორმაცია ატენის ქუჩის მაცხოვრებლების წინაშე

„ატენი 19“-ის ამხანაგობის წევრი ქართლოს ასათიანი, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასგან დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტას ითხოვს და მედიას მოუწოდებს, ამხანაგობის წევრები აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებად მოიხსენიოს.

„ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს დეზინფორმაცია ატენის ქუჩის მაცხოვრებლების წინაშე, შეწყვიტოს ეს დეზინფორმაცია დიმიტრი გაბუნიამ და განახორციელოს ეთიკით განსაზღვრული წესებით მის მიერ მარწმუნებელის დაცვა. მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე და ტყუილი მოდის მათგან. გაუგებარია, თუ კი ლაპარაკი ჰაერზეა და შემდეგ 3 მილიონის გამოძალვაზე ამხანაგობისგან, ჰაერს როგორ მოხსნის სამი მილიონი? თუ გადავიხდით ჰაერი იქნება და თუ არ გადავიხდით, არ იქნება?

მედიისგან მოვითხოვთ, ჩვენც მოხსენიებული ვიყოთ მაცხოვრებლებად ამ ქუჩის, მითუმეტეს, ოფიციალურად აქ ვართ რეგისტირებული და ჩვენ სახლებზეა აქ ლაპარაკი. ჩვენს მიწაზე, ჩვენ რომ ვართ დაზარალებული და მსხვერპლი, დაგვერქვას მსხვერპლი და მსხვერპლს ნუ აჩენენ, როგორც დამნაშავეს, ეს არის ძირითადი მოთხოვნა.

დიმიტრი გაბუნიას განუცხადებია და მეც მოვისმინე, რომ ვინ აგებს პასუხს თათული დოლიძის სიცოცხლეზეო, რომელიც 3 მილიონად აფასებს თავის სახლს და თურმე, ამ ღირებულების სახლში ცხოვრობს. გაგვცენ პასუხი, ვინ აგებს პასუხს იმ 5 ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც ამ სახლიდან გარდაიცვალა და დანარჩენ იმ 350 ადამიანზე, რომელიც ქუჩაშია დღეს ამ სახლის გამო დატოვებული“?! – განაცხადა ქართლოს ასათიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები