ატენის ქუჩის მშენებლობის ამხანაგობის წევრი: ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მერიაზე ზეწოლას ახდენს

ატენის ქუჩის მშენებლობის ამხანაგობის წევრის დოდო ნიშნიანიძის თქმით, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია კანონს აბსოლუტურად უგულებელყოფს და მერიაზე ზეწოლას ახდენს.

„ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აპელირებს თათული დოლიძეზე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ჩვენს სიცოცხლეს, რომ ემუქრება საფრთხე და უკვე ფატალური შემთხვევებიც არის, ამაზე არაფერს ამბობენ. 11 წელი ქუჩაში ვართ, ადამიანები წამალს ვერ ყიდულობენ და იხოცებოდნენ. დიმიტრი გაბუნია კანონს აბსოლუტურად უგულებელყოფს და ზეწოლას ახდენს მერიაზე. არასწორად გამოაქვს სასამართლოს გადაწყვეტილებები. ეს ადამიანი ყველაფერზე მიდის და უკვე ვიცით, ამას პირადი გამორჩენის გამო აკეთებს. თათული დოლიძე და იქ მცხოვრებლები არ არიან დაზარალებულები. დაზარალებულები ვართ ჩვენ, ვისაც საკუთარ სახლებს გვართმევენ“, – განაცხადა დოდო ნიშნიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები